"ყველაფერზე ისაუბრა" - კობახიძის პასუხი, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში რუსეთი

26.09.25 15:24
"ყველაფერზე ისაუბრა" - კობახიძის პასუხი, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში რუსეთი

 

 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გაეროს უმაღლეს ტრიბუნაზე რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე, საუბარი საჭირო არ იყო, რადგან, მისი თქმით, ისედაც ცხადია, ვინ იგულისხმებოდა ამ ტერმინის ქვეშ.

„ოცნების“ პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტმა ყველა ეროვნულ გამოწვევაზე ილაპარაკა, მათ შორის ოკუპაციაზეც, და ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, „ფაქტობრივი მოცემულობაა".

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის, ოკუპაციაზეც. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც დაიწყო 200 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია. ფაქტორივი მოცემულობა არის ის, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, - ამბობს კობახიძე. 

მიხეილ ყაველაშვილის 15-წუთიანი გამოსვლამ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის ხსენების გარეშე ჩაიარა. მის სიტყვაში მთავარი აქცენტი იყო იმაზე, როგორ „შეინარჩუნა ქვეყანამ მშვიდობა“ და ისიც, რომ „ქართული ოცნება" მზადაა დიალოგისთვის ყველასთან“.

ვიზიტი ისე სრულდება, რომ ყაველაშვილი ამერიკიდან ვერც კი ჩამოიტანს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გადაღებულ სამახსოვრო ფოტოს. განსხვავებით მისგან, ფოტო აქვს მაკა ბოჭორიშვილს, ოღონდ სანქცირებულ ბელორუს კოლეგასთან ერთად.

გარდა ამისა, ყაველაშვილი ვერ მოხვდა მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზეც.

 

მსგავსი სიახლეები