ივანიშვილს [სანქციების] არ ეშინია - ირაკლი კობახიძე
"გვყავს ერთადერთი ბიზნეს ელჩი, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ეკონომიკის მინისტრი, ის არის ბიზნეს ელჩი"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას, ვინ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც დადის დასავლურ ქვეყნებში და ივანიშვილის რეპუტაციის გადარჩენას ითხოვს.
კობახიძის მტკიცებით, ამას თუ რომელიმე ბიზნესმენი აკეთებს, ინდივიდუალურად, საკუთარი გადაწყვეტილებით აკეთებს და ივანიშვილის დავალება არაფერ შუაშია.
"ქართული ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქცირების არ ეშინია.
“ვერ შეაშინებენ ამ კაცს, სანქციებით და არ არის საინტერესო“, - ამბობს ის.
ჩვენს ბიზნესოპარტნიორტებს, მათ შორის ქვეყნის გარეთ, სწორედ ეკონომიკის მინსიტრი ესაუბრება, ეკონომიკის და ბიზნესის საკითხებზე. რაც შეეხება ბიზნესმენებს, შეუძლიათ მათ თავიანთი სახელით ესაუბრონ ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი, რაც შეეხება ხელისუფლებას, მას წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრი. შეიძლება რიგით ადამიანიც საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა, - განაცხადა კობახიძემ.