როდის დარეკავს ტრამპი? - ყაველაშვილის იმედები და კობახიძის პასუხი
ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, თავადაც არ სჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მას ტელეფონზე დაუკავშირდება. მთავრობის მეთაურმა არაერთხელ სცადა ურთიერთობის აღდგენა წერილებით, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და კომუნიკაცია ვერ შედგა.
ის, რაც კობახიძემ ვერ შეძლო, მიხეილ ყაველაშვილმა მოახერხა – „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის თქმით, მან ტრამპთან რამდენიმე სიტყვა გაცვალა.
შეხვედრის დამადასტურებელი ფოტო არ არსებობს, რის გამოც მხოლოდ ყაველაშვილის მონათხრობს უნდა დავეყრდნოთ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოკლე კომუნიკაციამ თბილისში ივანიშვილის პარტია დიდად ვერ დააიმედა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.