ვინ გააფრთხილა ბიჭიკო პაიკიძე, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა და დაუმძიმდება თუ არა მას ბრალი?
ვინ გააფრთხილა ბიჭიკო პაიკიძე დაგეგმილი დაკავების შესახებ - პაიკიძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ის არ გაქცეულა. თუმცა, პროკურატურა სხვა ვერსიას ასახელებს. ბრალდების თანახმად, პაიკიძე ცდილობდა მიმალვას თურქეთიდან პორტუგალიაში ან ესპანეთში, თუმცა მას უსაფრთხოების სამსახურმა პასპორტი გაუუქმა.
ორჯერ უკვე ბრალდებულ პაიკიძეს შესაძლოა, ბრალი კიდევ დაუმძიმდეს. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში ახალ დანაშაულზეც გავიდეს.
დღეს სასამართლომ პაიკიძის თანამშრომლებს, რომლებიც უკვე საბრალდებო სკამზე სხედან, გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ლილუაშვილის ნათესავი და კიდევ ხუთი პირი ციხეში გაუშვეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.