სუსის მეთოდები და ტიტუშკების იერიში – "ძლიერი საქართველო" ოპოზიციაზე ზეწოლის ახალ ტალღაზე საუბრობს
ბადრი ჯაფარიძე მარნეულსა და ბოლნისში ოპოზიციურ კანდიდატებს შეხვდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის თქმით, არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაზე ზეწოლას, შანტაჟს და მოსყიდვას იყენებს, რის შედეგადაც მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ მოხსნა.
ჯაფარიძის განცხადებით, სწორედ სუსის მხრიდან მუქარისა და დაშინების ფონზე ხდება ოპოზიციური კანდიდატების ეტაპობრივი ჩამოშლა. ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბოლნისშიც, სადაც მერობის კანდიდატმა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოულოდნელად განაცხადა კონკურენციიდან გასვლის შესახებ. ადგილობრივების შეფასებით, ეს "ოცნების" მცდელობაა, თავიდან მოიცილოს ოპონენტები.
ოპოზიციის წინააღმდეგ პროვოკაციები თბილისშიც ფიქსირდება. გუშინ ნაძალადევში, ირაკლი კუპრაძის გამოსვლისას, უცნობი პირები ოპოზიციონერ კანდიდატს კვერცხებით დაესხნენ თავს. ინციდენტის დროს ადგილზე ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. კუპრაძის თქმით, თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ იყო ორგანიზებული.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.