"მოგუდვის მცდელობაა" - ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობოებისგან დოკუმენტაციებს დაჩქარებული წესით ითხოვს
რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო სექტორის მიმართ დოკუმენტაციის გამოთხოვის პროცესი დააჩქარა. მოთხოვნები განსაკუთრებით შეეხო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან მუშაობენ. მათგან ფინანსურ დოკუმენტებს ითხოვენ, მაშინ როცა თავადაც იციან, რომ ბევრ ასეთ ორგანიზაციას ბრუნვა აღარ აქვს.
სამიზნეში მოხვდა გელათის დაცვის აქტიური მხარდამჭერიც - ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ და მისი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. არასამთავრობოს, რომელიც გელათის განადგურების პრობლემებს ყოველდღიურად აშუქებდა, წერილები ანტიკორუფციული ბიუროდან მიუვიდა.
დაჩქარებული პროცესი შეეხო მედიასექტორსაც. დოკუმენტაციის მოთხოვნით მივიდნენ „მთის ამბებთან“, რეგიონულ მედიასაშუალებასთან, რომლის საგამოძიებო რეპორტაჟები, მათ შორის რაჭაში მომხდარ ტრაგედიაზე, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების მწვავე რეაქციის მიზეზი გახდა. ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ ის რეგიონული მედიაორგანიზაციებიც, რომლებიც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე საჯაროდ საუბრობდნენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.