"შეშფოთებულები ვართ დემოკრატიული უკუსვლით" - მორიგი გაფრთხილება დასავლეთიდან და "ოცნების" პასუხი

26.09.25 20:43
"შეშფოთებულები ვართ დემოკრატიული უკუსვლით" - მორიგი გაფრთხილება დასავლეთიდან და "ოცნების" პასუხი

ევროპის 40-მდე ქვეყანამ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა, სადაც ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მკვეთრად გაღრმავდა და ადამიანის უფლებების დარღვევებმა პიკს მიაღწია.

ევროპული სახელმწიფოები განსაკუთრებულად იხსენებენ „სისხლიან ნოემბერსა“ და დეკემბრის აქციების დაშლის ფაქტებს, რომლებმაც, მათი შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმის რეალური სახე აჩვენა.

ევროკავშირის მოთხოვნა უცვლელია – ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს სპეცრაზმის თუ ძალოვანი სტრუქტურების ის თანამშრომლები, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს ძალა გადაამეტეს. თითქმის ერთი წელია პარტნიორები ამას მოითხოვენ, თუმცა „ქართული ოცნება“ მოთხოვნებს პასუხობს უარით.

კრიტიკაზე ირაკლი კობახიძის პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია. მისი თქმით, საქართველოში „უფრო დიდი დემოკრატიაა, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში“. ამგვარად, ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს, რომ რუსთაველზე მომხდარი დარბევები დაუსჯელი დარჩება.

ევროპაში კი საქართველოს მომავალს განსაზღვრავენ არა კობახიძის განცხადებები, არამედ რეალობა – დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები, პოლიტიკური პატიმრები და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, რასაც ბრიუსელი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებლად მიიჩნევს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები