"პასუხი: არა" - პეტერ ფიშერი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრაზე
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
პეტერ ფიშერის განცხადებით, მან შეხვედრაზე ლევან ჟორჟოლიანს სთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები საქართველოს გრანტების კანონისგან გათავისუფლებულიყო, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
მისი თქმით, გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს.
ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შევხვდი ჩემი თხოვნით, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობისგან გადახდები გათავისუფლებული იყოს საქართველოს გრანტების კანონისგან, ვინაიდან ისინი უკვე შეთანხმებულია წინა გერმანულ-ქართულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური იურიდიული კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს," - წერს ფიშერი.
ცნობისთვის, კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს გუშინ შეხვდა.