ივანიშვილის „ფილოსოფოსი“ ახალგაზრდებს ემიგრაციაში წასვლისკენ მოუწოდებს და "მონებად" მოიხსენიებს - აქტივისტების პასუხი
ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო გარემოცვაში მყოფი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ახალგაზრდების წინააღმდეგ მწვავე განცხადებებით გამოვიდა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის სამიზნე ის ახალგაზრდები გახდნენ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს უკვე 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე იცავენ.
შათირიშვილის თქმით, ქუჩაში პროტესტის გაგრძელების ნაცვლად, ისინი ემიგრაციის გზას უნდა დაადგნენ.
ჩვენ ვართ მონები, ნამდვილი მონები დასავლეთის. ეს ჯენზიმ არ იცის არაფერი, იმიტომ, რომ ჯენზი, საერთოდ, გაუნათლებელია. როცა კაცი შეხვალ ლილი... უნივერსიტეტში, როგორცც თავის დროზე იყო, სტალინი რომ შევიდა სემინარიაში გახდა რევოლუციონერი. ან უნდა გახდე ნორმალური ადამიანი, თუ დაინახავ იქ რაც ხდება, ან უნდა მოხდეს შენი ინდუქტრინაცია, ანუ უნდა დადებილდე. ასე რომ, სწორია, ჯენზი რომ დადებილებულია. შენ რომ იქ შვილს შეიყვან, დადებილდება აბა, რა. ანუ შენც ეგეთი ხარ, იქ რომ შეგყავს. რაღაც ნაწილი ხომ უნდა იყოს დებილი, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი და ის უნდა წავიდეს აქედან, თქვა შათირიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში.
შათირიშვილის ამ განცხადებას ევროპული მომავლის მცველებმა უპასუხეს და უთხრეს, რომ "კოლექტიურ ივანიშვილებს და შათირიშველებს ქვეყნის დატოვება თავად მოუწევთ".
ჩვენი ახალგაზრდები, ზუსტად იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" და შათირიშვილის და მსგავსი ადამიანების გამო ამ ქვეყანაში რომ სამართლიანი და ღირსეული გარემო არ არის, რომ ახალგაზრდებს აქ ცხოვრება და განვითარება არ შეუძლიათ, ზუსტად ამის გამო საქართველოდან არიან წასულები. ვისაც წვლილი მიუძღვის საქართველოს გაუბედურებაში, ჩვენი ახალგაზრდების გაუბედურებაში და ციხეში გამოკეტვაში, აუცილებლად 4 ოქტომბრის შემდეგ გაიქცევიან არა ევროპაში და ემიგრაციაში, გაიქცევიან სადღაც გადამალულ კუნძულებზე, რომ ვერ იპოვონ, ისეთი შეშინებულები იქნებიან, - ამბობს აქტივისტი.
აქტივისტები შათირიშვილს ურჩევენ, ახალგაზრდებთან სალაპარაო სივრცე დაიტოვოს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.