აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის სახელი ვერ ახსენა
აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისულმა ირაკლი კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის სახელი ვერ ახსენა - "პირველების" არაერთი კითხვის" მიუხედავად, კობახიძეს, რომელსაც გვერდით აფხაზეთში დაღუპული გიმრების დედები, მამები, ოჯახის წევრების ედგნან, სიტყვა რუსეთი არ უხსენებია.
მეტიც, "პირველების" ჟურნალისტმა "ოცნების" პრემიერს გაეროში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაზეც დაუსვა კითხვა და ჰკითხა, თუ რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთი, როგროც ოკუპანტი. კობახიძემ კითხვას არ უპასუხა და მხოლოდ ჟურნალისტის ლანღღვით შემოიფარგლა.
"სამარცხვინოდ იქცევით" - უთხრა "ოცნების" ლიდერმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.
განახლება: მოგვიანებით ჟურნალისტების არაერთი კითხვის შემდეგ, კობახიძეს მაინც მოუწია ყაველაშვილის გაეროში გამოსვლაზე კომენტარი გაეკეთებინა,
"ოცნების" პრემიერმა სიტყვა რუსეთიც ახსენა შემდეგ კონტექსტში: "რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსთისთვის, ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის თქვენი პარტიის ღალატისთვის".
„როცა ხართ „ნაცები“ [ჟურნალისტს] ასეთი გონორით არ უნდა ლაპარაკობდეთ ოკუპაციასთან დაკავშირებით. თქვენი შედეგია, თქვენი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასეთი გონორით თქვენს ადგილას, „ნაცის“ ადგილას მე არ ვისაუბრებდი. დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ ეს მოხდა თქვენი პარტიის დამსახურებით, თქვენმა პარტიამ დაიწყო ომი. ომი დაიწყო 2008 წელს, ამას მოჰყვა შედეგად საბოლოოდ ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსთისთვის, ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის თქვენი პარტიის ღალატისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე.“- განაცხადა კობახიძემ.