ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? - გენო პეტრიაშვილი კითხვაზე, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში სიტყვა რუსეთი

27.09.25 11:27
ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? - გენო პეტრიაშვილი კითხვაზე, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში სიტყვა რუსეთი

 

 

ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? - ასე უპასუხა "ოცნების" წევრმა გენო პეტრიაშვილმა კითხვას, რატომ არ ახსენა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში სიტყვა რუსეთი.

პეტრიაშვილი რომელიც იმ სოფლიდანაა, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, დღეს აფხაზეღში დაღუპული გმირების მემორიალზე მედიას უმტკიცებდა, რომ მიხეილ ყაველაშვილს გაეროში ძალიან კარგი გამოვლა ჰქონდა.

რა თქვენ არ მოგეწონათ? - უთრხა პეტრიაშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს. 

არაჩვეულებრივი სიტყვა ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს, ყველა მტკივნეულ თემას შეეხო, რაც ძალიან მნიშნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვსი და ჩვენი მომავლისთვის. ის რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩემი სოფელია ოკუპირებული, ჩვენი ტერიტორიების 20%, ამას რავიცი ყველა აღიარებს. 

თქვენ მოუსმინეთ პრეზიდენტს და არ მოგეწონათ სიტყვა? ძაან კარგი გამოსვლა ჰქონდა.

(კითხვა: რუსეთი არ უხსენებია ყაველაშვილს) - ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? მშვიდობაზე ილაპარაკა და ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები