ღარიბაშვილის გუნდის ყოფილი წევრები, მათ შორის ყოფილ მინისტრები დამიკავშირდნენ და მხარდაჭერა დამიდასტურეს - კახა კუკავა

27.09.25 14:22
ღარიბაშვილის გუნდის ყოფილი წევრები, მათ შორის ყოფილ მინისტრები დამიკავშირდნენ და მხარდაჭერა დამიდასტურეს - კახა კუკავა

კახა კუკავა ამბობს, რომ "ოცნებიდან" გაგდებულები არჩევნებზე მხარს მას დაუჭერენ -  "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, რომელიც ამავდროულად თბილისის მერობის კანდიდატიც არის, ირწმუნება, რომ მასთან კონტაქტზე ღარიბაშვილის მთავრობის ექს მაღალჩინოსნები გავიდნენ და დაუდასტურეს რომ მხარს კუკავას პარტიას უჭერენ.

კუკავა ირწმუნება, რომ მის მხარდამჭერ განცხადებებს მომდევნო დღეებში ოცნებიდან წასულები საჯაროდაც გააკეთებენ.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა განცხადება დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გაკეთა. 

"ამ შენობაში აღარ დარჩა ადამიანი ვინც 2012 წელს ნაცებს ებრძოდა, მით უფრო ის ხალხი ვინც 7 ნოემბერს ან 26 მაისს ჩვენს გვერდით იდგა. წლების მანძილზე მიმდინარეობდა ამ ადამიანების გაკრეფა და მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი კობახიძემ შეცვალა, "ქართული ოცნება" მთლიანად ხელში ჩაიგდო პორტირებული ნაცების კლანმა. არც კობახიძე, არც პაპუაშვილი, არც მდინარაძე და "ქართული ოცნების" არცერთი ლიდერი არასდროს არ მდგარა სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე. ზოგი ადეიშვილის მისაღებში იჯდა დილიდან საღამომდე, დანარჩენები კი კმ-ზე არ ეკადრებოდნენ საპროტესტო აქციებს. ის ხალხი ვისაც ბიძინა ივანიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბოდიში მოუხადა და ძველ გვარდიად მოიხსენიებდა, კიდევ ერთხელ გადააგდეს, და არა თუ არ დააფასეს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღზრეს. ძებნილთა შორის არის თავად "ქართული ოცნების" დეპუტატი და ონკოლოგიური პაციენტი, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რას წარმოადგენს კობახიძის გუნდი და "ქართული ოცნება" ზოგადად. თავს ნურავინ ნუ მოიტყუებს, ეს არ არის კობახიძის პოლიტიკა, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პროცესი.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენ დაგვიკავშირდა "ქართული ოცნების" ბევრი ყოფილი წევრი, საუბარი მქონდა ღარიბაშვილის გუნდის ყოფილ წევრებთან, მათ შორის ყოფილ მინისტრებთანაც, რომლებმაც დამიდასტურებს თავიანთი მხარდაჭერა, და შესაძლოა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ეს მხარდაჭერა საჯაროდაც გამოხატონ.

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები "თავისუფალი საქართველოს" მხარდამჭერ ღია
განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ", - განაცხადა კახა კუკავამ. 

მსგავსი სიახლეები