"ოცნება" შეგნებულად იბრიყვებს თავს, არ უნდა დაანახოს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ცივილიზებული სამყარო მის უმსგავსობას გმობს - ჯაფარიძე

27.09.25 15:10
"ოცნება" შეგნებულად იბრიყვებს თავს, არ უნდა დაანახოს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ცივილიზებული სამყარო მის უმსგავსობას გმობს - ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის ფაქტი,რომ საფრანგეთის სენატი აპირებს კენჭისყრას, ეს აჩვენებს იმ შეშფოთებას, რაც საფრანგეთს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქვს.

მისივე განცხადებით, ""ოცნება" შეგნებულად იბრიყვებს თავს, არ უნდა დაანახოს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ცივილიზებული სამყარო მის უმსგავსობას გმობს"

სენატი აპირებს კენჭისყრას და ეს ყველაფერი ასახავს იმ შეშფოთებას, იმ წუხილს, რომელიც საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვხედავთ გერმანიის იგივე პოზიციასაც. "ოცნება" შეგნებულად იბრიყვებს თავს და არ უნდა დაანახოს თავის ამომრჩეველს, რომ რეალურად ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, ცივილიზებული სამყარო ხედავს ამ უმსგავსობას, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაშ და გმობს ამ უმსგავსობას", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ინიცირებული დოკუმენტი მიუთითებს დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა ევროპული კურსს ჩამოშორდა, გაძლიერდა მოსკოვის გავლენა და დაიწყო რეპრესიები ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ვგმობთ საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ სვლას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისს მიმართ - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები