"თავმოჭრილი თვითონაა" - აქციის მონაწილეების პასუხი ირაკლი კობახიძეს
"თავმოჭრილი თვითონაა" - ასე პასუხობენ ირაკლი კობახიძეს აქციის ის მონაწილეები, რომელებიც უკვე 304 დღეა ქუჩაში დგანან და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნების" პრემიერი დღევანდელი განცხადებით პროევროპული ახალგაზრდობის დემორალიზებას შეეცადა.
"ცდილობ, თუმცა მას ეს არ გამოსდის" - ამბობენ ახალგაზრდები.
კობახიძე ცდილობს ბინძური ხერხებით პროევროპული, განათლებული ადამიანების დემორალიზებას და აქ არის საკვანძო სიტყვა - "ცდილობს", იმიტომ, რომ მას ეს არ გამოსდის. ის თუ თვლის, რომ ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში დგანან გარეთ, იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იბრძვიან სოხუმში დაბრუნებისთვის, ამბობენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, ამბობენ, რომ რუსეთი არის მტერი და თვითონაც როდესაც წარმოადგენს პარტიას, რომლებმაც არ იციან საქართველსო დეფაქტო პრეზიდენტი ახლა ვინ არის და კვლავ მხიეილ სააკაშვილი ჰგონიათ პრეზიდენტი, როდესაც ამბობნე, რომ ომი დაიწყო საქართველომ და არა რუსეთმა, თავმოჭრილი ამ შემთხვევაში თვითინ არის ირაკლი კობახიძე", - ამბობს აქციის მონაწილე.