ვისთან მიდის ხალხის ფული? - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება

27.09.25 22:04
ვისთან მიდის ხალხის ფული? - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება

"შაბათის ეთერის" მიერ აღმოჩენილია დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია "თიხარტისთვის", სახელმწიფო ბიუჯეტმა მილიონზე მეტი ლარის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის კომპანია, სადაც "ქართული ოცნების" კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ 2024 წელს მრჩევლად მუშოაბისთვის 260 ათასი ლარი მიიღო. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - კომპანია "თიხარტის" მფლობელი თიკა რუხაძის უახლოესი მეგობარი, ნინო ნოდიაა.

  • უფრო კონკრეტულად, ოფიციალური უწყებების მიერ ბეჭედდასმულ და უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში  წერია, რომ ,,თიხარტმა’’ ოცნების მთავრობისგან ჯამში, მხოლოდ მიმდინარე თვეში, 1 028 125 ლარი უნდა მიიღოს. თანხის ნაწილი უკვე აღებული აქვთ, დანარჩენზე კი ფულის მიცემის გადაწყვეტილება მიღებულია. 

თბილისის მერიამ თითქმის 400 ათასი ლარი უტენდეროდ მისცა კომპანიას, რომელსაც კულტურის მინისტრის  ახლო მეგობარი ნინო ნოდია ფლობს. ნოდიამ კი თავის მხრივ კონცერტისთვის რეჟისორად, ბაკურ ბაკურაძე, სამაუწყებლო კოამპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორი დაიქირავა, რომლის მოადგილედაც ცოტა ხნის წინ, ჩვენი ინფორმაციით, ნინო ზუზუ ნოდიას ქმარი დაინიშნა. 

იგივე კითხვები სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, ჩნდება კიდევ ერთი სახელმწიფო უწყების, განათლების სამინისტროს მისამართითაც. გივი მიქანაძეს დაქვემდებარებულმა სამსახურმა, კულტურის მინისტრთან დაკავშირებულ კომპანიას კალაძეზე ბევრად მეტი, 628 288 ლარი უნდა ჩაურიცხოს. ამ შემთხვევაშიც, "თიხარტის" გარდა, ქვეყანაში არ აღმოჩნდა კომპანია, რომელიც მასწავლებლის დღის ორგანიზებას მიანდობდნენ. 

თიკა რუხაძე და ტენდერების ფული - მაკა ჩიხლაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები