ოკუპანტებმა სოფელ თამარაშენიდან 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს

27.09.25 19:10
ოკუპანტებმა სოფელ თამარაშენიდან 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს

 

 

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარელის რაიონის, სოფელ თამარაშენიდან, საოკუპაციო ხაზიდან ოკუპანტებმა 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს. 

ერთ-ერთთი გატაცებულის მამა, ბესო სიდამონიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატება. 

ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიდამონიძე "ინგა გრიგოლიას დღის ამბებს" გატაცების ადგილის სიახლოვიდან ჩაერთო, რა დროს შენიშნა რუსული წარმოების "ნივის" მარკის ავტომობილი, რომელიც მისი თქმით, საკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ გატაცებულთა მშობლებსა და მეზობლებს აკვირდება. 

ქარელის რაიონში, სოფელ თამარაშენში ბავშვები იყვნენ ამოსულები, თამაშობდნენ, საოკუპაციო ხაზთან ჩვენს ტერიტორიაზე. გაიტაცეს ბავშვები. რუსები იყვნენ თუ ოსები, ამას ვერ დაგიდასტურებთ. საშინელ მდგომარეობაში ვართ, თუ ვინმეს მიუწვდება ხმა საელჩოებთან, ან თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან, გთხოვთ, დაგვეხმაროთ" - ამბობს სიდამონიძე TV პირველთან. 

ბესო სიდამონიძე ჰყვება, რომ გატაცების შესახებ ინფორმაცია ოჯახს იმ მოზარდებმა მიაწოდეს, რომლებმაც საოკუპაციო ხაზიდან გაქცევა მოახერხეს. მათი თქმით, გამტაცებლები "რუსულ ენაზე საუბრობდნენ". 

TV პირველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებს არკვევს. 

[განახლებადი]

მსგავსი სიახლეები