ექსკლუზივი: ბარვენაშვილი და დამალული ქონება? - როგორ ვის ხელში აღმოჩნდა თბილისის შუაგული
XIX საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის 20-იან წლებში აშენებული თბილისის პირველი თბოსადგურის ტერიტორია გაყიდა. 2025 წლის ზაფხულში "ტეცის" და 11 ათას 651 კვადრატულ მეტრი ტერიტორიის მფლობელი, 26 წლის მარიამ დოლიძე გახდა.
- 26 წლის მარიამ დოლიძე, რომელმაც 25 მილიონ ლარზე მეტი, თბილისის ისტორიული შენობა ნაგებობების შესაძენად გადაიხადა, ბიძის სახლშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას საკუთრი ბინა არ აქვს.
რა ხდება?
- 2025 წლის 1 მაისს მოქალაქე მარიამ დოლიძე კომპანია "მეზონ ბლაკს" აფუძნებს, რომელის 100%- ის წილის მფლობელი და დირექტორი თავად ხდება. 2025 წლის 19 ივნისს უკვე "მეზონ ბლაკი" კომპანია "ნიუ სითი ლაითს" ქმნის - აქაც დირექტორი მარიამ დოლიძეა. რამდენიმე კვირაში, 2025 წლის 27 ივლისს ეს კომპანიები, თბილისის თბოსადგურის მთელს ტერიტორიას 25 მლნ 456 ათას ლარად ყიდულობენ.
არის თუ არა მარიამ დოლიძის სახელზე მრავალმილიონიანი ქონება ფიქტიურად გაფორმებული?
- ჭავჭავაძის N74, სადაც თბილისის ისტორიული შენობების ახალი მფლობელი კომპანიაა რეგისტრირებული, ოთარ ბარვენაშვილს ეკუთვნის. ოთარ ბარვენაშივლი, "ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი ბარვენაშივლის შვილია. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, მარიამ დოლიძე წერს, რომ კომპანიის ერთადერთი მფლობელი და მმართველია, ის არ უთითებს არც პარტნიორებს და არც ინვესტორებს.
გაირკვა ისიც, რომ დოლიძე გიორგი ბარვენაშივლის მეუღლის, მაია მაისაძის შვილია.
რას ააშენებენ, თბილისის შუაგულში?
- საკრებულოში წარდგენილი მაკეტში ჩანს, რომ გეგმაშია ორი, 11 სართულიანი შუშის შენობის ჩადგმა.
- არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თბილისის საკრებულომ, თბილისის ისტორიული თბოსადგურის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონად აქცია.
საკრებულოს წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი პროექტების უკან, თავად კალაძე დგას. "ქართული ოცნების" ოპონენტების თქმით, მოთამაშეები კი იცვლებიან - თუ კი აქამდე კალაძის ინტერესები სამშენებლო კომპანია "არქის" უკან იმალებოდა, ახლა მერმა მოთამაშე შეცვალა და დიდი ფულის პროექტი თბილისის შუაგულში, მეგობარი დეპუტატის ბარვევნაშვილის ხელით წამოიწყო.