მსვლელობის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა
ვითარება დაიძაბა ცოტა ხნის წინ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ, მელიქიშვილის გამზირზე ამოსვლის დროს სავალი გზის სრული დაკავება სცადეს, სამართალდამცავების უკმაყოფილება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც "პირველების" კორესოიდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის ვითარება განიმუხტა. საბოლოოდ, მსვლელობის მონაწილეებმა სავალი გზა სრულად დაიკავეს.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტამდე მსვლელობით მივლენ.