"4 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია" - ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე მუხრანის მოსახლეობას შეხვდნენ

28.09.25 11:54
"4 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია" - ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე მუხრანის მოსახლეობას შეხვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები  და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფ. მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს. 

ლაშა ფარულავას თქმით, 4 ოქტომბერს დიდგორის მნიშვნელობა ექნება, რადგან უკან დასახევი გზები აღარ არსებობს. პოლიტიკოსი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ არჩევნებზე და ნაცვლად ამისა, ქვეყნის გადასარჩენად რუსთაველის გამზირზე დადგნენ. 

4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოვუწოდებთ მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, ყველანი უნდა მოვიდეთ რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი და ეს ყველაზე კარგად ესმით მუხრანელებს, ძალისელებს, რადგან მუხრანი და ძალისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის და ისტორიული დიდგორის, დიდგორის ბანაკის ადგილი, ამიტომ ეს სულისკვეთება ჩვენ მიგვაქვს თბილისში, დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები