ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს - ვასო ურუშაძე

28.09.25 12:22
ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს - ვასო ურუშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები  და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფ. მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს. 

ვასო ურუშაძის თქმით, მოქალაქეებს აღარ სურთ ცხოვრება ბიძინა ივანიშვილის პირობებში, სადაც სიმდიდრეს მხოლოდ ის და მისი კორუმპირებული გარემოცვა იხვეჭს, ხოლო ხალხი გაღარიბებულია. 

საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, სადაც მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ვერტიკალი, რომელიც პირამიდასავით შექმნა და ყველგან, სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში ჰყავს თავისი ფეოდალები, რომლებიც ასევე არიან კორუფციაში ჩაფლულნი და ეს ყველაფერი ხდება ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, მეტი შემოსავალი, მშვიდობა, ევროკავშირში გაწევრიანება და არ უნდა ივანიშვილის პირობებში ცხოვრება, ამიტომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ არიან ჩამოყალიბებულები, რომ ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მსგავსი სიახლეები