რუსული "პრავფონდის" ფული ქართულ ორგანიზაციებში - "აი, ფაქტის" გამოძიება
რუსეთი საქართველოში გავლენების მოპოვებას "პრავფონდითაც" ცდილობს. ორგანიზაციიდან გამოჟონილი ათასობით ფაილი და მეილი "აი, ფაქტმა" შეისწავლა.
დოკუმენტებმა ცხადყო, რომ საქართველოში მოქმედმა ოთხმა ორგანიზაციამ ოკუპანტი ქვეყნისგან სულ მცირე 800 000 ევრო მიიღო.
„პრავფონდი“ - კრემლის მიერ დაფუძნებული სტრუქტურაა, რომელიც ოფიციალურად საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს უნდა ეხმარებოდეს, რეალურად კი რუსეთის „რბილი ძალის“ და გავლენების ინსტრუმენტია. ფონდი ევროკავშირმა და აშშ-მ 2023 წელს დაასანქცირეს, თუმცა საქართველოში მისი საქმიანობა გაგრძელდა.
ამ ნაწილში გამოძიება ეხება გულბაათ რცხილაძეს - ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პრორუსულ აქტივისტს. მისი „ევრაზიის ინსტიტუტი“ 2020 წლიდან „პრავფონდის“ დაფინანსებაზეა. თავად რცხილაძე მუდმივად უარყოფს, რომ უცხოურ დაფინანსებას იღებს და ამტკიცებს, თითქოს ყველაფერი მისი „პირადი შენატანებით“ ფინანსდება, თუმცა დოკუმენტები საპირისპიროს აჩვენებს.
„აი, ფაქტის“ თქმით, მომდევნო ნაწილებში გამოაშკარავდება საქართველოში სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც „პრავფონდიდან“ ფარულად იღებენ ფულს და კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.
"აი, ფაქტის" გამოძიება სრულად ნახეთ აქ.