მურთაზ ზოდელავას ინიციატივა - როგორ უნდა განხორციელდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია და ვის უნდა შეეხოს
სანამ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ოპოზიცია უკვე იმ გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ივანიშვილისგან თავისუფალ საქართველოში უნდა განხორციელდეს.
ყოფილი მთავარი პროკურორი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის. მისი იდეის თანახმად, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ციხეებიდან გათავისუფლდებიან როგორც სინდისის პატიმრები, ისე მსუბუქი მუხლებით გასამართლებული მოქალაქეები.
ეს ინიციატივა მკაფიოდ განსხვავდება იმ ამნისტიებისა და შეწყალებებისგან, რომელსაც წარსულში „ქართული ოცნება“ იყენებდა, მათ შორის წინასაარჩევნო მიზნებისთვის.
რა პრინციპით უნდა განხორციელდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.