ზურაბიშვილი სანდუს: ეს ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ

29.09.25 10:21
ზურაბიშვილი სანდუს: ეს ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის მიმართ უცვლელი დარჩება!“- აცხადებს ზურაბიშვილი.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.65 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.06%-ით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები