"მარტში იქნება საპარლამენტო არჩევნები" - რა ისმის "ძლიერი საქართველოს" მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ ჩანაწერში
სკანდალურ აუდიოჩანაწერში, რომელიც მტკიცებულებების სახით კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ გაასაჯაროვა, ისმის ფრაზა: „მარტში იქნება საპარლამენტო არჩევნები“. ჩანაწერში საუბარია ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლასა და ბიზნესის გავლენებზე.
ფიგურანტი აღიარებს, რომ გავლენიანი ბიზნესმენები მის გადაბირებას ცდილობდნენ. ამბობს, რომ სპორტდარბაზისთვის 100 ათას ლარზე მეტი ინვენტარი გადაეცა, რის შემდეგაც ზეწოლა დაიწყო.
„მითხრეს, 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში საპარლამენტო იქნება და იქაც დაგნიშნავთო,“ - ისმის ჩანაწერში.
- მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთანს მოსვლის. იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს, მაგათ დავადე...ის მუშაობდა მათთან (ძმისშვილი), ხო, და, ჩემი ნათესავი მაგათთან სპორტდარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 ათასი ლარის, 100 ათასზე მეტი იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის, გეფიცები. მერე მე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს, ყველგან იმუშავებ სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს. 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო. მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ.
- მერე რა ლაპარაკი გქონდათ?
- ახმედოვმა უთხრა და მერე გამაკეთებინეს განცხადება.
- ვიცი, ვიცი. შენ რომ გამოუვალი მდგომარეობა არ გქონოდა და დიდი პრობლემები, ამ ნაბიჯს არ გადადგამდი.
- მე მაგათ ვუთხარი, რომ ამ ფლის გაქვითვა არ მინდოდა და უნდა დავუბრუნო, როცა შევძლებ.
ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ბოლო კვირების განმავლობაში ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ზეწოლისა და მოსყიდვის კამპანიაში. მათი თქმით, პროცესში ჩართულია სუსი, კახა კალაძე და ივანიშვილი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები, ასევე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.
სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც პარტიამ გაასაჯაროვა, ოპოზიციის მტკიცებით, ადასტურებს, რომ კანდიდატებზე ხდება მუქარა, ფულადი გარიგებები და ზეწოლა, მათ შორის მინიშნება, თითქოს საპარლამენტო არჩევნები მარტში ჩაინიშნოს.