საქართველო ძალიან ახლოსაა უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის დაკარგვასთან - ბრეიზა
ევროპარლამენტარი კრიშტოფერ ბრეიზა საქართველოს აფრთხილებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს. მისი თქმით, "ოცნება" სცემს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ზეწოლას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე და აპატიმრებს ადამიანებს აბსურდული ბრალდებებით, რაც ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის წესებს.
მისივე თქმით, შედეგი უახლოეს თვეებში გამოჩნდება.
ჩვენ ძალიან აქტიურად განვიხილავთ, თუ როგორი უნდა იყოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ამ პრივილეგიის დაკარგვასთან, მიზეზი კი ისაა, რომ თქვენი მთავრობა სცემს მშვიდობიან დემონსტრანტებს, თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს ციხეში აბსურდული ბრალით უშვებს. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი არ ჩერდება და რა თქმა უნდა, ეს მოიტანს შესაბამისს შედეგს ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით. ამ შედეგს კი მალე ვიხილავთ, უახლოეს თვეებში, - ამბობს კრიშტოფერ ბრეიზა.