„ფედერალისტებმა" ნარკოპოლიტიკის საკუთარი პროგრამა წარადგინეს

29.09.25 11:56
„ფედერალისტებმა" ნარკოპოლიტიკის საკუთარი პროგრამა წარადგინეს

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ფედერალისტები“ ნარკოპოლიტიკის შესახებ საკუთარი პროგრამა წარმოადგინა. დოკუმენტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამედიცინო კომპონენტის გაძლიერებაზე და ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ ჰუმანურ მიდგომაზე.

ბოკერიას პოლიტიკური გუნდის შეფასებით, რეპრესიული პოლიტიკა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს,  მაშინ, როცა სახელმწიფოს მიერ ყველა ალტერნატიული გზა ამოწურულია.

პარტიამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის კოორდინატორად ზურაბ სიხარულიძე დაასახელა.

ჩვენ გვყავს 50 ათასამდე ნარკოდამოკიდებული მოქალაქე და ამათი ნარკოდამოკიდებულება ეხება არა მხოლოდ მათ და მათ ოჯახებს, არამედ მთელ საზოგადოებას და "ფედერალისტების" ამოცანა სწორედ ეს არის და ყველა ჩვენი რეფორმა ეხება ადამიანებს. ეს სჭირდება ქართულ საზოაგდოებას და მე ძალიან მიხარია, რომ ისეთი ავტორიტეტი ამ დარგში, როგორიც არის ზურა სიხარულიძე, ჩვენს გუნდს შემოუერთდა, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები