EU პასიურია, არ იყენებს მთელ შესაძლებლობებს - ზურაბიშვილი მეტ მხარდაჭერას ითხოვს

29.09.25 13:16
EU  პასიურია, არ იყენებს  მთელ შესაძლებლობებს - ზურაბიშვილი  მეტ მხარდაჭერას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირისგან დახმარებას და მხარდაჭერას ითხოვს.  ვარშავის ფორუმზე გამოსვლის დროს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი საქართველოში გავლენების გაძლიერებას ფულით, პროპაგანდით, დეზინფორმაციით და ყალბი ამბებით ცდილობს.

მისი თქმით, ამ ფონზე კი ევროკავშირი არ იყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა რუსული გამოწვევები საქართველომ უფრო სწრაფად გადალახოს.

“მხოლოდ სადამკვირვებლო მისია საკმარისი აღარ არის, რადგან რუსეთს შეუძლია არჩევნების მანიპულირება ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური მეთოდებით ვერ იშიფრება“, - თქვა ზურაბიშვილმა.

ევროკავშირის პოლიტიკა უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია, არამედ მტკიცე თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკა. ამასთან ერთად, ევროკავშირს სჭირდება ახალი რბილი ძალის პოლიტიკა. მხოლოდ სადამკვირვებლო მისია საკმარისი აღარ არის, რადგან რუსეთს შეუძლია არჩევნების მანიპულირება ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური მეთოდებით ვერ იშიფრება.

დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს. საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ.

მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით! ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა.

ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის!,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები