მადლობა ყველას, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა, გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ - ფიშერი

29.09.25 14:18
მადლობა ყველას, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა, გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ - ფიშერი

საქართველოშიო გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე გუშინდელ აქციას ეხმაურება და ყველას მადლობას უხდის, ვინც გერმანიის და მის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

მისი თქმით, “საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა. გერმანია და ევროკავშირი ამისთვისაა აქ“

„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ. გმადლობთ უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა. გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ“, -  წერს გერმანელი დიპლომატი.

მსგავსი სიახლეები