პროკურატურა: „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დავიწყეთ

29.09.25 14:26
პროკურატურა: „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დავიწყეთ

საქართველოს პროკურატურამ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის მუქარა] აღიძრა.

„ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, მათ შორის ის პირი, ვინც ფიგურირებს აუდიოჩანაწერში“, - განუცხადეს TV პირველს პროკურატურაში.

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ივანიშვილის პარტიას რეგიონებში კანდიდატებზე ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, პროცესში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, სუსი და მათთან დაკავშირებული ბიზნესები.

კოალიციამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს ოპოზიციური კანდიდატის იძულებით მოხსნას. 

მსგავსი სიახლეები