კავშირები ექს მინისტრთან- ვინ არის კორუფციის ბრალდებით დაკავებული მამუკა ჟღენტი
სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებული შპს „გურია ენერჯის“ დირექტორის შესახებ TV პირველისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მამუკა ჟღენტი, რომელსაც სუს-მა კორუფციის ბრალდებით, ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ დაადო, დავით ჟღენტის ძმაა, რომელიც საგზაო სამშენებლო ბიზნესის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ეს უკანასკნელი შპს New Road-ის მესაკუთრეა.
ჟღენტი ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის უახლოესი გარემოცვის წევრია.
დავით ჟღენტი TV პირველთან განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა არ უარყოფს, რომ დაკავებულთა შორის მისი ძმაცაა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, მამუკა ჟღენტი "ქართული ოცნების" მსხვილი შემწირველი იყო. შპს „გურია ენერჯის“ დირექტორმა 2020 წელს ივანიშვილის პარტიას 30 000 ლარი შესწირა.
სუს-მა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა.