"სამართალი მოვა" - ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატების ჩანიშვნას უყრიან კენჭს
სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს, ჩატარდეს თუ არა საგანგებო დებატები საქართველოში „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის შესახებ.
დეპუტატები მალე კენჭისყრაზე გადავლენ, სადაც გადაწყვეტენ, მოხვდება თუ არა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში.
დებატების ერთ-ერთმა ინიციატორმა, უკრაინელმა დეპუტატმა ევგენია კრავჩუკმა, ასამბლეას მიმართა და აღნიშნა, რომ ევროპას თვალსაჩინოდ აქვს საქმე დემოკრატიის უკუსვლასთან.
არ შემიძლია, არ ვახსენო უკუსვლა ჩვენ წევრ სახელწიფოებში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს სესია ამ საკითხზე სამსჯელოდ. ახალგაზრდა ადამიანები ისევ აპროტესტებენ ქუჩებში, ისინი აპროტესტებენ სერბეთში, ისინი ისევ აპროტესტებენ საქართველოში. და ჩვენ აუცილებლად გვექნება დებატები ამ ქვეყნებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ თუ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, სამართალი მოვა, - თქვა კრავჩუკმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომა სესია რამდენიმე დღე გაგრძელდება. თუ საქართველოს შესახებ გადაუდებელი დებატები გაიმართება, მას დაესწრებიან მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები ოპოზიციიდან, თუმცა დარბაზში არ იქნება "ქართული ოცნება". ივანიშვილის გუნდმა PACE-ს საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ამ ფორმით "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ივანიშვილის გუნდმა ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს.