ცისკარიშვილი სააკაშვილის განაჩენზე: ყველაფერი წინასწარ „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებშია დაწერილი

29.09.25 15:28
ცისკარიშვილი სააკაშვილის განაჩენზე: ყველაფერი წინასწარ „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებშია დაწერილი

ამ პროცესს სასამართლოსთან და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ყველაფერი წინასწარ „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებშია დაწერილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  მოსამართლეები, რომლებიც ვერდიქტს კითხულობენ, “ოცნების“ პოლიტიკური დაჯგუფების ჭანჭიკები არიან.

ამ პროცესს სასამართლოსთან და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ყველაფერი წინასწარ „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებშია დაწერილი. მოსამართლეები, რომლებიც ვერდიქტს კითხულობენ, მათი პოლიტიკური დაჯგუფების ჭანჭიკები არიან. ჩვენ გვაქვს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პარტიის პოლიტიკური დავალებების შესრულებასთან საქმე. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ფინანსურ, სამოქალაქო ნაწილში, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით, ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დამძიმებული, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაშიც ეს თანხები დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული ზუსტად ანალოგიურად, ანალოგიური სისტემით „ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იხარჯება, რისი გასაჯაროებაც „ოცნების“ რეჟიმს არ სურს. შესაბამისი დოკუმენტები საიდუმლოდ დარჩა. ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც სახელმწიფო უმაღლეს პირებს ეკისრებათ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები