დაბეჯითებით ვითხოვ, მზია ამაღლობელისა და უვლი ჰასანლის გათავისუფლებას - PACE-ს პრეზიდენტი

29.09.25 15:54
დაბეჯითებით ვითხოვ, მზია ამაღლობელისა და უვლი ჰასანლის გათავისუფლებას - PACE-ს პრეზიდენტი

დაბეჯითებით ვითხოვ, მზია ამაღლობელისა და უვლი ჰასანლის გათავისუფლებას - ამის შესახებ PACE-ს პრეზიდენტმა, თეოდორს რუსოპულოსმა ვაცვლავ ჰაველის პრიზის დაჯილდოებისას განაცხადა.

მზია და აზერბაიჯნელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი ასევე იყვნენ პრიზის ფინალისტებს შორის. ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტს გადაეცა, რომელიც 2 წელი რუს ოკუპანტებს ჰყავდათ დატყვევებული.

ულვი ჰასანლის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის, „აბზას მედიის“ დირექტორია. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება ციხეში, სადაც ის შიმშილობს და სამარტოო საკანშია.

მსგავსი სიახლეები