შუშანა მაცაბერიძე: აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული
"აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, ხობში, სახლში რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და სახლში რომელშიც ჩაწერილიც კი არ ვარ"- ამის შესახებ "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უწყებამ გააფრთხილა, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მოხდება იძულებითი აღსრულება.
მაცაბერიძის თქმით, ის არცერთი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
მაფრთხილებენ, რომ თუ არ გადავიხდი ჯარიმას, ერთი თვის ვადაში მოხდება იძულებითი აღსრულება, იქვე მითითებულია ანგარიშის ნომერი და გადახდის წესები.
ჰოდა, ვაი იმის პატრონს ვისაც გონია, რომ ამ ჯარიმას ან რომელიმე ჯარიმას გადავიხდი.
სამი წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს არ გადავუხდი, ეგ თქვენი ფურცლები, ჩემთვის ცარიელი ადგილია, არ არსებობს გზა რომლითაც გამაჩერებთ.
რეპრესიული მანქანა აამუშავეს და გზებს ეძებენ ოჯახებს როგორ მიწვდნენ, პირველ მიზანში დროა ყავთ, ნათიასთან სულმა წასძლიათ და გაფრთხილების გარეშე მივიდნენ, ჩემთან ჯერ გაფრთხილების შეტყობინება გამოუშვეს, ჩვენ ვიცით რა ბრძოლაში ვართ და მზად ვართ ყველაფრისთვის, არ არსებობს არანაირი მეთოდი, რომელიც უკან დაგვახევინებს. პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხეშია და მაინც, ჩვენ აქ ვართ, თქვენ წინ ვდგავართ რუსებო და გეუბნებით, რომ თუ ვინმე უკან დაიხევს, ეს თქვენ იქნებით, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებამდე.ვერაფრით ვერ შეძელით საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გაჩერება, ვერც ახლა შეძლებთ, ჩვენი ძალა სოლიდარობაშია, ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ ერთმანეთს და ზურგს გვიმაგრებენ ოჯახის წევრები, ჰოდა ფრთხილად იყავით, სადმე თავზე არ გადაგელეწოთ სარეცხის მანქანა ან ტელევიზორი.
ბოლომდე!"- დაწერა აქტივისტმა.