ვადაზე ადრე გათავისუფლება - გაუშვებს თუ არა “ოცნება“ პოლიტპატიმრებს ციხიდან
გაუშვებენ თუ არა დატყვევებულ პოლიტპატიმრებს ციხიდან - კანონის მიხედვით, მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულს თუ სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბუთები ვადაზე ადრე გაათავისუფლების კომისიაში გადააგზავნოს.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაჭერილი ოპოზიციონერების დიდმა ნაწილმა საპატიმროში სასჯელის ნახევარი უკვე გაატარა, მაგრამ ისინი არ აპირებენ თავად მიმართონ “ოცნებას“, რადგან ისინი არც კომისიას აღიარებენ და არც პარლამენტს, ხელისუფლებას და მათ ლეგიტიმაციას.
მიუხედავად ამისა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, ამ თემასთან დაკავშირებით იმსჯელოს.
ჯაფარიძის სასჯელი არის 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივად მისი სასჯელი 6 თვეზე მეტია, შესაძლოა მას შეეხოს უდო, რაც გულისხმობს ნახევარი სასჯელის პირობითად ჩათვლას, თუმცა მისი პოზიციაა, რომ მისთვის უდოს კომისიაც, პარლამენტიც და მთავრობაც არალეგიტიმურია, შესაბამისად, არ მივმართავთ არც უდოს, არც შეწყალების მოთხოვნით. მათ თავად უნდა შეახონ, თუ უნდათ უდოს შეხება, არ არის უაცილებელი ჩვენ მივამრთოთ. ყოველ თვე, საკუთარი ინიციატივით, კომისია განიხილავს უდოს გამეყენების შესაძლებლობას,- ამბობს ადვოკატი, ირაკლი ჩომახიშვილი.
უდოს კომისიისთვის მიმართვას არ აპირებს ადვოკატი ბექა ბესელია. როგორც ის ამბობს, „ხელისუფლებისთვის, რომელიც პოლიტიკური დევნის შემოქმედია, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არანაირი თხოვნა არ მოხდება“.
თავად პენიტენციური სამსახურია ვალდებული განიხილოს მათი ვადამდე გათავისუფლება, თუმცა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, არავითარ მსგავს გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური არ მიიღებს, უფრო მეტიც, სულ რომ ყველა კრიტერიუმი მათ ხელის გულზე ედოთ და ადამიანები იყვნენ გასათავისუფლებელი, ამ გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაბლოკავენ. პოლიტიკური მსჯავრდების პირობებში, რაიმე ხელის თხოვნა, ხელისუფლების პირობებში, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკური დევნის შემოქმედია, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არ მოხდება, - ამბობს ბექა ბასილაია.
სასჯელი ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ- გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა. რამდენიმე დღეში ასევე სასჯელის ნახევარს მოიხდიან - ნიკა გვარამია და გივი თარგამაძე, თუმცა, თუ უდო იმსჯელებს ამ მსჯავრდებულების გათავისუფლების საკითხზე, ისინი ვერ განიხილავენ ნიკა მელიას საქმესაც, რადგან ნიკა მელიას კიდევ ერთ საქმეზე- მოსამართლესთვის წყლის შესხმის ფაქტზე აქვს პატიმრობა მისჯილი.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია 15 ოქტომბრამდე შეიკრიბება, ამ დროისთვის, ყველა პატიმარს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი ექნება,შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებაზე, გაუღებენ თუ არა რუსთავის მე-12 დაწესებულების კარს დაკავებულ პოლიტიკოსებს.