ირაკლი ნადირაძე: რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას, რათა დროშების რევოლუციის შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი ქეში ფული ჰქონდეს
"რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას მხოლოდ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს დროშების რევოლუციის შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი ქეში ფული ჰქონდეს," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სუს-ის დაკავებებზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფული ხალხის ჯიბეში დაბრუნდება.
გამოძიება ვისზეც უნდა იმაზე გავა, ფაქტი ერთია, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას მხოლოდ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს დროშების რევოლუციის შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი ქეში ფული ჰქონდეს თან, მაგრამ ერთი იცოდეს, რომ ოხრად დარჩება ეს ფულიც, მის მიერ მოპარული მილიონები და მილიარდები, რადგან მალე დაბრუნდება ხალხის ჯიბეში და ხალხის ბიუჯეტში," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.