"მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო" - გიორგი ბაჩიაშვილის დედის პირველი კომენტარი

29.09.25 20:02
"მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო" - გიორგი ბაჩიაშვილის დედის პირველი კომენტარი

 

 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, პირველ კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

 მარინა რამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს, სავარაუდოდ, თავისი ოჯახი არ ყვარებია, რადგან სხვა შემთხვევაში ის, თავისი ახლობელის მშობლებს ასე არ მოექცეოდა. 

მისი თქმით, მასზე არანაირი ძალადობა გავლენას არ მოახდენს. 

გიორგის ვეტყოდი, რომ არანაირი ჩემზე ძალადობა ჩემზე გავლენას არ მოახდენს, გიორგი შენ არ ინერვიულო, ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ, შენც ძლიერად უნდა იყო და ეს მტერი აუცილებლად დამარცხებული იქნება.

ბატონ ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ მას ალბათ არც მშობელი ყვარებია, არც თავისი შვილები ყვარებია, არც მაგის შვილების მისდამი სიყვარული არ არსებობს ალბათ. ალბათ ეს თავისი ოჯახიც და შვილებიც ძალადობის ქვეშ ყავდა მთელი ცხოვრება, რომელიც არ ვიცოდით და რაღაც დაღოლიერებული იყო. 

სხვანაირად ის, თავისი ახლობელის, გიორგი ძალიან ახლობელია მისთვის, მშობლებს ასე არ მოექცეოდა," - განაცხადა მარინა რამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს  და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".

აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა. 

მსგავსი სიახლეები