პაატა სალიას პირველი კომენტარი - ოპოზიციის ლიდერების ვადაზე ადრე გათავისუფლება
გაუხსნის თუ არა ციხის კარს ოცნება პოლიტიკურ პატიმრებს? - ამის შესახებ "ტვ პირველის" კითხვებს "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია პასუხობს.
- კანონის მიხედვით, მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულს თუ სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბუთები ვადაზე ადრე გაათავისუფლების კომისიაში გადააგზავნოს.
მან თავდაპირველად განაცხადა, რომ მსჯავრდებულებმა ე.წ უდოს კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ. ჟურნალისტის განმარტების შემდეგ, რომ კომისიას შეუძლია მიმართვის გარეშეც განიხილოს საქმეები, პაატა სალიამ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახური მასზე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს, ხოლო "ზუსტად როდის იქნება განხილული, ეს დამოკიდებულია კომისიაზე"
განიხილავს, როგორც ვადის მიხედვით არის, თუ არის სასჯელის ნახევარი მოხდილი, მაშინ განიხილავენ. არა [მიმართვის გარეშე] არა, განცხადებით უნდა მიმართოს მსურველმა, კომისიას უნდა მიმართს.
რა თქმა უნდა [კანონის შესრულება] ყველასთვის სავალდებულოა, შესაბამისად მე ვარ მინისტრი და ვერ ჩავერევი.
პენიტენციური დაწესებულება, პენიტენციური სამსახური ასრულებს კანონს, რაც მასზე არის დავალებული. ვალდებულება რაც არის პენიტენციურის ამას შეასრულებს და ასრულებს კიდეც.
ძალიან ბევრი მიმართვა არსებობს, ძალიან ბევრი განცხადება არსებობს და შესაბამისად კომისიების დატვირთვის მიხედვით ხდება ახალი განცხადებების განხილვა, შესაბამისად როგორც იქნება კომისიის... მე ვერ ჩავერევი კომისიის საქმიანობაში, მე ვერ მივუთითებ პოლიტიკოსის, თუ სხვა პირის საქმე განიხილონ ვადაზე ადრე, ან ზუსტად 6 თვის თავზე, 6 თვის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია, როდის იქნება ზუსტად განხილული, ეს დამოკიდებულია კომისიაზე," - განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, სასჯელი ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ - გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს. რამდენიმე დღეში ასევე სასჯელის ნახევარს მოიხდიან - ნიკა გვარამია და გივი თარგამაძე, თუმცა, თუ უდო იმსჯელებს ამ მსჯავრდებულების გათავისუფლების საკითხზე, ისინი ვერ განიხილავენ ნიკა მელიას საქმეს, რადგან ნიკა მელიას კიდევ ერთ საქმეზე - მოსამართლესთვის წყლის შესხმის ფაქტზე - აქვს პატიმრობა მისჯილი.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია 15 ოქტომბრამდე შეიკრიბება, ამ დროისთვის, ყველა პატიმარს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი ექნება,შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებაზე, გაუღებენ თუ არა რუსთავის მე-12 დაწესებულების კარს დაკავებულ პოლიტიკოსებს.