რომეო მიქაუტაძეს ბრალი დაუმძიმდა - "ოცნების" ექს-მაღალჩინოსანს 8 მილიონზე მეტის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან

30.09.25 13:34
რომეო მიქაუტაძეს ბრალი დაუმძიმდა - "ოცნების" ექს-მაღალჩინოსანს 8 მილიონზე მეტის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან

რომეო მიქაუტაძე ბრალი დაუმძმდა - მოსამართლის მიერ სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს 9 ბრალი აქვს წარდგენილი, პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებთან დააზუსტა. 

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მიქაუტაძეს ახლა არა  3 მილიონის, არამედ 8 მილიონ 400 ათასის  უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. 

  • მუქაუტაძეს ედავებიან, რომ ის საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად ბიზნესს აკეთებდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა და თანამდებობით კომპანიებს ლობირებდა. იგივე დანაშაულში "შაბათის ეთერის" არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მხილებულია "ოცნების" არაერთი მოქმედი მაღალჩინოსნი, ვისაც ბიზნესი ფიქტიუად სხვაზე აქვს გაფორმებული მაგრამ რელაურად თავად მართავს. ამიტომ ახლა ლეგიტიმური კითხვაა, დაიწყება თუ არა მათ მიმართაც საქმის წარმოება.

დაემატა ის, რომ ბრალი წარედგინა სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამდენიმე ეპიზოდი. ასევე დაემატა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კუთხით დამძიმდა ბრალდება, გაიზარდა ოდენობა - წარდგენილი იყო 3 მილიონთან დაკავშირებით ბრალი და გამოძიებით დადასტურდა, რომ მან განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაახლოებით 8 მილიონ 400 ათასის. დააარსა რამდენიმე კომპანია, მართავდა ამ კომპანიებს და ასევე წილები ჰქონდა კერძო კომპანიებში. ეს კომპანიები დაკავშირებული იყო ჰესებთან", - განაცხადა პროკურორმა. 

"პირველების" კითხვაზე, არის თუ არა გამოძიება დაინტერესებული იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრის და პრემიერ მინისტრის საქმინობით? - პროკურორმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე და ამ საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება. 

თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, ამასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტმა ირაკლი მარშანიას ასევე ჰკითხა - "გამორიცხავთ, რომ გამოძიების ფარგლებში მიქაუტაძის ზემდგომი პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს?"

გამოძიება გრძელდება და რას დაადგენს მომავალში ვნახავთ - განაცხადა პროკურორმა. 

რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვას სასამართლო 7 ოქტომბერს გააგრძელებს. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები