საზღვრის კვეთის საქმე - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

30.09.25 14:30
საზღვრის კვეთის საქმე - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საზღვრის კვეთის საქმე - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.

ანალოგიური საჯელი განუსაზღვრა მოსამართლემ შოთა ქარუმაძეს, მძღოლს, რომელმაც ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი სომხეთში გადაიყვანა.  

  • შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რაც შეეხება შოთა ქარუმაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის „უკანონოდ“ კვეთაში „დახმარების“ ბრალდებით 5 მარტს დააკავა.

მსგავსი სიახლეები