კალაძე არ პასუხობს კითხვას, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია რომეო მიქაუტაძის უკანონო საქმიანობის შესახებ

30.09.25 17:07
კალაძე არ პასუხობს კითხვას, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია რომეო მიქაუტაძის უკანონო საქმიანობის შესახებ

 

 

კახა კალაძე თავს არიდებს კითხვაზე პასუხს, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დაკავებული რომეო მიქაუტაძის უკანონო საქმიანობის შესახებ მაშინ, როდესაც "ოცნების" ექს მაღალჩინოსანი "თბილსერვისში" მუშაობდა, ეს უწყება კი კალაძის დაქვემდებარებაში იყო.

  • ექს-მაღალჩინოსანს უკანონო სამერწამეო საქმიანობისთვის ბრალი დაუმძიმეს. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ თბილსერვისში მუშაობის პარალელურად ის სამეწარმეო საქმიანობას უკანონოდ ეწეოდა და 8 მილიონზე მეტი მიითვისა.

კალაძემ ასევე არ უპასუხა "პირველების" კითხვას - "როგორ იპარავდა მიქაუტაძე ამხელა თანხას ისე, რომ "ოცნებაში" არავინ იცოდა".

ამაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ. მე ვიმყოფები ახლა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში. თბილისთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ დამისვათ", - განაცხადა კალაძემ.  

 რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მიქაუტაძეს ახლა არა  3 მილიონის, არამედ 8 მილიონ 400 ათასის  უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან. 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები