PACE-ს კრიტიკული რეზოლუცია - პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს დისკრედიტაციით პასუხობს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ ახალ რეზოლუციას, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე და დემოკრატიის უკუსვლაზე, "ოცნება" არ იზიარებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ დოკუმენტში გაჟღერებული ყოველი ბრალდება სიცრუეა და საერთაშორისო პარტნიორები თითქოს პოლიტიკურად მოტივირებულ ინტრიგებს ხლართავენ.
რამდენიმე აბზაცია და ყველა აბზაცი არის ტყუილი. PACE გახლავთ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრების კრებული და კი ვაკვირდებით, როგორი პარლამენტის წევრები არიან. აგერ, აქ გვყავდნენ 2022 წლის 11 ნოემბერს, არჩევნებიდან ერთ კვირაში, გვყავდნენ რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და მათ შორის შევედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, კომიტეტის თავმდჯომარემ ხალხს მოუწოდა მაიდნისკენ ანუ ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებდა ხალხს. შესაბამისად, ეს ხალხია ზუსტად წარმოდგენილი და სამწუხაროდ, PACE-ს იყენებენ როგორც საკუთარი პოლიტიკური ინტრიგების მიღწევის ინსტრუმენტს და პოლიტიკურად მოტივირებულია შესაბამისად, ამგვარი პროექტები. არ არსებობს, სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის რაიმე სტანდარტი ღირებულებებისა. არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკურ მიზანს არგებენ შემდეგა ასეთი სახის ტექსტებს. ის, ვინც მიხეილ სააკაშვილს უწოდებს პოლიტიკურ პატიმარს, მათ აზრს საქართველოსთვის ქვს ნული ფასი, - ამბობს პაპუაშვილი.
ევროსაბჭო ამზადებს ახალ რეზოლუციას, სადაც ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოების დევნა, საარჩევნო გარემოს გაუარესება და დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიციის აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის ოფიციალური დაკანონება იქნება. ასამბლეა შეშფოთებულია, რომ ხელისუფლება სისტემატურად არ ითვალისწინებს მის გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს.