გაიყვანენ თუ არა 4 ოქტომბერს ხალხის წინააღმდეგ სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმს?
გაიყვანენ თუ არა ხალხის წინააღმდეგ სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმს? - შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ გაასაჯაროვა, წერია, რომ 4 ოქტომბერს "ქართული ოცნება" სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმის, ე.წ. მოტომანის დანაყოფის გამოყვანასაც გეგმავს, რომელიც საქართველოს საზღვრების დაცვისთვის არის შექმნილი.
დღეს "პირველები" ინფორმაციის გადასამოწმებლად სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე მივიდა და პოლიციელებს ჰკითხა, ამზადებენ თუ არა მათ 4 ოქტომბრისთვის.
"არვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია, პრეს-ცენტრს მიმართეთ" - ეუბნებიან "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ბაზაზე.
"პირველების" ჟურნალისტმა სასაზღვრო პოლიიციის თანამშრომლებს ასევე ჰკითხა - რომ უბრძანონ გავლენ თუ არა მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, რაზეც პოლიციელებმა პასუხი არ გასცეს.
ცნობისთვის, დღეს "პირველებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დაანოსებული აქციის წინ მეთოფეების წვრთნები დაიწყო, თუმცა, ამ შემთხვევაში, უწყება არა გდდ-ს ბაზას, არამედ გავრცელებული ინფორმაციით, ნორიოში კერძო სასროლეთის ტერიტორიას იყენებს.
ფაქტს "ტვ პირველის" მიერ ადგილზე აღმოჩენილი გაზის კაფსულები და გამოყენებული რეზინის ტყვიებიც ადასტურებს, ლოკაცია მეთოფეების გასაწვრთნელად გელაძის უწყებამ, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეცვალა, რაც "შაბათის ეთერმა" ვაზიანში სპეცრაზმის მთელი შემადგენლობის წვრთნების კადრები გადაიღო.