მზადება 4 ოქტომბრისთვის? - "პირველების" ინფორმაციით, სპეცრაზმმა მეთოფეების წვრთნები დაიწყო
"პირველების" ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დაანოსებული აქციის წინ მეთოფეების წვრთნები დაიწყო, თუმცა, ამ შემთხვევაში, უწყება არა გდდ-ს ბაზას, არამედ გავრცელებული ინფორმაციით, ნორიოში კერძო სასროლეთის ტერიტორიას იყენებს.
ფაქტს "ტვ პირველის" მიერ ადგილზე აღმოჩენილი გაზის კაფსულები და გამოყენებული რეზინის ტყვიებიც ადასტურებს, ლოკაცია მეთოფეების გასაწვრთნელად გელაძის უწყებამ, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეცვალა, რაც "შაბათის ეთერმა" ვაზიანში სპეცრაზმის მთელი შემადგენლობის წვრთნების კადრები გადაიღო.
"პირველები" დაინტერესდა, რა ხდება ნორიოს სასროლეთში და რისთვის ემზადება სპეცრაზმი, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.
პრესცენტრს მიმართეთ, - უთხრეს "პირველებს" გდდ-ს ბაზასთან.
ცნობისთვის, ოპოზიციის ხელში გელა გელაძის უწყების სამოქმედო სტატეგია აღმოჩნდა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ 4 ოქტომბრისთვის "ოცნების" ხელისუფლება მასშტაბურ მობილიზაციას გეგმავს. მასალების მიხედვით, დაგეგმილია ყველა ძირითადი დანაყოფის გამოყვანა, მათ შორის - სასაზღვრო პოლიციის სპეციალური რაზმების, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლების.
დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელიც, ოპოზიციის ინფორმაციით, შესაძლოა, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მგამოიყენონ.