მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანონ

18.10.21 19:28
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში მდებარე კლინიკა "ვივა მედში"  გადაიყვანონ.

 მიხეილ სააკაშვილი უკვე 18 დღეა, შიმშილობს და მისი ორგანიზმი ნელ-ნელა უფრო სუსტდება.  საბოლოო გადაწყვეტილება ექიმთა კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომელიც სააკაშვილს ციხეში ხვალ მოინახულებს.

 თუ ექიმები დაადგენენ, რომ შიმშილობის გამო მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო პარამეტრები საფრთხეშია, მაშინ მას კლინიკაში მოათავსებენ.

,,ვივა მედი" საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან კონტრაქტი აქვს და პატიმრები მდგომარეობის დამძიმების გამო აქ გადაჰყავთ. 

ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და საუბარი. ამის მიუხედავად ის კატეგორიულად მოითხოვს, რომ არ ისაუბრონ მის ჯანმრთელობაზე, რადგან მთავარი მეორე ტურში გამარჯვება და ამ მიზნით ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნებაა.

მსგავსი სიახლეები