სავარაუდო ანგარიშსწორება დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატზე - მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ძალადობის კვალს ადასტურებს
სისხლნაჟღენთები თავის და ზურგის არეში და ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება - "პირველების" ხელშია ექსპერტიზის დასკვნა, რომელცი ადასტურებს, რომ დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი თანიაშვილი სასტიკად არის ნაცემი.
- დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "ოცნების" მერობის კანდიდატს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
- როგორც გიორგი თანიაშვილი "პირველებთან" აამტკიცებს, მას "ოცნების" კანდიდატმა, კახაბერ ჩიტაურმა დაურეკა, დაიბარა, სხვა პირებთან ერთად დახვდა და ჯგუფურად ფიზიკრუად გაუსწორდა.
პირადი შემოწმებით, გიორგი თანიაშვილის სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში აღენიშნებოდა დაზიანებები — ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის უფლებადამცველმა უკვე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მან საგამოძიებო უწყებას წარუდგინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა გამოკითხვაზე ამ დრომდე არავინ ჰყოლიათ დაბარებული, თუმცა, მას შემდეგ რაც, ფაქტი "ტვ პირველმა" გააშუქა, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 136-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
ადგილობრივი ოპოზიციის თქმით, გიორგი თანიაშვილზე განხორციელებულ ჯგუფურ ანგარიშსწორებაში სულ 5 პირი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც იყო სწორედ "ოცნების" მერობსი კანდიდატი დუშეთში, კახაბერ ჩიტაური.