არჩევნები და "მშვიდობიანი რევოლუცია"- ვინ რას ელოდება 4 ოქტომბერს
2 დღე 4 ოქტომბრამდე და 2 ანონსი - არჩევნები და "მშვიდობიანი რევოლუცია".
სად მიდიან მოქალაქეები - ზოგი მათ საარჩევნო უბნებთან უხმობს, ზოგი რუსთაველის გამზირზე, ზოგს კი სჯერა, რომ "ოცნების" დამარცხების გზა ორივეგან გადის.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ბოიკოტისტები ამჯერადაც შეცდომას უშვებენ. არ სჯერა მშვიდობიანი რევოლუციის და ფიქრობს, რომ ამ გეგმის ავტორები ოცნების მიზნებს მიჰყვებიან. უფრო მეტიც, გახარიას ჰგონია, რომ 4 ოქტომბრის გეგმა ოცნების ოფისში დაიწერა.
ამიტომ გახარია არჩევნებზე მოქალაქეებს მონაწილეობისკენ უხმობს. ფიქრობს, რომ მშვიდობიან პროტესტთან ერთად ეს მათ ხელში ცვლილების მიღწევის ერთ-ერთ- მყარი ბერკეტია. პროცესების დაძაბვით მხოლოდ ხელისუფლება იგებს, რომლის პროპაგანდის მთავარი ხაზი მშვიდობაა.
მშვიდობიან რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად ღიად და მკაფიოდ ხალხს პაატა ბურჭულაძე უხმობს.
პაატა ბურჭულაძესთან ერთად ეს დღე ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა. ამის გამო ის დააკავეს და მას შემდეგ ხაბეიშვილი ორგანიზების პროცესში ირაკლი ნადირაძემ შეცვალა.