აქციაზე დაკავებული ირაკლი მეღვინეთუხუცესი თავისუფალია

23.11.26 12:46
აქციაზე დაკავებული ირაკლი მეღვინეთუხუცესი თავისუფალია

აქციაზე დაკავებული ირაკლი მეღვინეთუხუცესი თავისუფალია - სამოქალაქო აქტივისტმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ისიც, გორგობის დღესასწაულთა დაკავშირებით გამოცემულ შეწყალებულთა სიაში მოხვდა.

 მეღვინეთუხუცესი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს - მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

საპატიმრო დატოვეს დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა.

ციხიდან გამოვიდა გიორგი ოკმელაშვილიც. 

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.