გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

23.11.26 11:53
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

 

 

პროევროპულ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია - მან ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ოკმელაშვილს გამოძიება  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. რეჟისორს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

გიორგი ოკმელაშვილი რეჟისორი და პროდიუსერი, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია. ის 2024 წლის 15 მაისს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს.

2025 წლის 3 თებერვალს რეჟისორს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენი კი სააპელაციო სასამართლომ 28 აპრილს ძალაში დატოვა.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.