შეწყალებულთა შორის არიან აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი
მიხელ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი - ორივე მათგანმა საპატიმრო ახლახან დატოვეს.
დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს დააკავეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა.
ორივე მათგანს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.
საპატიმრო დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.